ჩემ შესახებ
"ციკოლია"-ს საათები (ადრე UNIQ სახელით იყო ცნობილი) დაარსდა საერთაშორისო მასშტაბის ცნობილი დიზაინერის ზვიად ციკოლიას მიერ, ექსკლუზიური დიზაინის საათების შესაქმნელად. თითოეული მოდელი არის უნიკალური ქმნილება, ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი.
"ციკოლია" საათებს სამ ნაწილად ყოფს: საავტომობილო ტრანსპორტი, ავიაცია და საზღვაო. კოლექციები მოიცავს იმ მანქანების, საჰაერო ხომალდებისა და გემების სახელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში. ჩვენი საათების შეზღუდული გამოცემები მიმზიდველია ყველაზე გამორჩეული ისტორიული მოდელების მოყვარულთათვის.